ამერიკული ბლოგი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. გადავწყვიტე,სანამ ერთი წლით იმ ქვეყანაში წავალ, სადაც ჰოლივუდია, ცამდე მაღალი შენობებია და ყველაფერი ამერიკულია, ეს ბლოგი დავწერო.

ეს ნაწერი სწორედ იმის დამამტკიცებელია, რომ არასოდეს იკარგება ადამიანის შრომა და როცა საჭიროა ფასდება კიდეც.

მე FLEX (future leaders exchange program)-ის გამარჯვებული  ვარ და რამდენიმე დღეში ამერიკაში მივფრინავ.

The-plane-flying-at-sunset-airliner-photography_1920x1080

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2 წლის წინ, 2013 წელს, ინგლისურის მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა , რომ არსებობდა რეალური შანსი იმისა, წავსულიყავი ამერიკაში. რა თქმა უნდა, ვცადე რაც შემეძლო. სამწუხაროდ, ნახევარფინალამდე ვერ მივედი და პროგრამას გამოვეთიშე.

რამდენიმე დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი. მერე, როგორც ხდება, მივხვდი, რომ არ იყო ის, რასაც ვაკეთებდი საკმარისი და დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა. უფრო მონდომებულად შევუდექი ინგლისური ენის სწავლას და ბევრად უფრო აქტიური მოქალაქე გავხდი.

2014 წლის ოქტომბერს, პირველი ტური მქონდა. მოვემზადე. არ მითქვამს ჩემი ოჯახის წევრებისთვის ან მეგობრებისთვის, რომ კიდევ ვიღებდი მონაწილეობას. მეორე ტურში გადავედი. ჯერ ამერიკა კიდევ შორსაა.

მეორე ტურში 3 ესე დავწერე და მუსიკის გაკვეთილზე წავედი. რამდენიმე კვირის შემდეგ, მე ვერ დამიკავშირდნენ და დედას დაურეკეს. დედა ჩემზე ბედნიერი იყო. მესამე ტურში გადავედი. ნახევარ-ფინალისტი გავხდი.

მე3 ტური ყველაზე კომპლექსური და დამღლელი გამოდგა. აპლიკაცია, გასაუბრება, ინგლისური ენის ტესტი, ჯგუფური სამუშაო.. დეკემბერში ყველაფერი ჩაბარებული მქონდა. ამერიკა ჯერ კიდევ არარეალურ ზღაპრად მეჩვენებოდა. მე? ამერიკაში? ჰმ..

გავიდა იანვარი, თებერვალი, მარტი… მარტში,ჩემს დაბადების დღეზე, როდესაც სანთლების ჩაქრობის დრო დადგა, ჩავიფიქრე, ნეტა ამერიკაში წავიდე თქო..  მერე იყო აპრილი.. მაისი..

და მაისში გაისმა ნანატრი მობილურის ზარის ხმა. ინგლისურის გაკვეთილზე ვიყავი.

შემატყობინეს, რომ რეზერვში ვიყავი. ესეც კარგია თქო გავიფიქრე, თუმცა გული დამწყდა.

მერე გავიგე, რომ თბილისიდან არცერთი ფინალისტი არ იყო..სხვადასხვა რეგიონებიდან 30 ფინალისტი.  და 62 რეზერვისტი მთლიანი საქართველოდან.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, 62 რეზერვისტიდან 50 ფინალისტი გახდა. საბოლოო ჯამში, 80 ქართველი მიემგზავრება ა,შ,შ,-ში სასწავლებლად და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

New York City skyline aerial view at dusk with colorful cloud, Empire State and skyscrapers of midtown Manhattan.

New York City skyline aerial view at dusk with colorful cloud, Empire State and skyscrapers of midtown Manhattan.

არ ვიცი, 1 წლის მერე, როცა ამერიკიდან დავბრუნდები გავაგრძელებ თუ არა ბლოგის წერას. არ ვიცი რა მოხდება. ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე მივფრინავ.

ოცნებები ხდება თქო, უნდა დავწერო ხომ? მაგრამ, არა.

ოცნებები კი არა, მიზანს აღწევს ადამიანი.

არ დავწერ იმას, რამდენჯერ არასამართლიანად მომისროლეს კონკურსებიდან და სხვა.

ყოველი დაცემიდან მართლა ვისწავლე რაღაც და კიდევ ბევრის სასწავლებლად მივდივარ დიიიდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ^_^

ქვეყანაში, სადაც არის ჯულიარდი.

ქვეყანაში, სადაც სიცოცხლე მართლა არის.

ქვეყანაში, რომელში დაფრენისას გული ისე დამიწყებს ცემას, როგორც არასდროს.

სავარაუდოდ , ამ ბლოგპოსტის შემდგომი პოსტები, ქართულ-ინგლისური იქნება.

USA I`m coming!!!!!!

the-three-branches-of-government-m4a-image_0

By Tako`s blog

ჩემი დინი

ყვითელი, 42 ნომერი ავტობუსი ძლივს-ძლივობით მოჩანჩალებს. გაჩერებაზე ვდგავარ. ველოდები. მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსება.. მოდი რა, მალე! ჩუმად ვყვირი, ჩემთვის- ჩემში. სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდები, თითქოს დავაჩქარებ. მეჩქარება. ალილუია! მძღოლმა კარი გააღო.

ხალხი წაშლილი, უსახო სახეებით. ავტობუსი-ორმაგად მძიმე. გარედან ყვითელი, შიგნით კი შავი, ნახშირივით. სევდიანი, ვერასმომასწვავებელი თვალებით იყურებიან ადამიანები, არაადამიანური გამომეტყველებით. იმედი აქვთ, რაღაც შეიცვლება.ალბათ.

ხალხს ვაკვირდები. თითქოს საინტერესოა, მაგრამ არა.

კიდევ უნდა დავწერო.. დიდხნიანი პაუზის შემდეგ. ასეთი წესია- ან მუდმივად უნდა იმოძრაო, ან გაჩერდე. ვიცი, რომ ოდესმე გავჩერდები. ახლა ამის დრო არ არის. ახლა არ არის ოდესმე.

არ ვიცი წერა საიდან უნდა დავიწყო, ამიტომ ჩემი ფეხებიდან დავიწყებ. ხალხის ჩამოღვენთლ, გადაღლილ, ნატანჯ სახეებს არ მინდა ვუყურო და ჩემს ორ ფეხს მივშტერებივარ. ჯინსის შარვალი მაცვია. დახეულის არ არის.ეს დღეს. ფეხებზე წიგნი მომითავსებია, კერუაკის ავტორობით. მე, დინ მორიარტი, სალი, მესაყვირე და სხვანი თბილისში მივჩანჩალებთ. ბიბლიოთეკისკენ. ჩვენზე უნდა მოგიყვეთ.

ერთ კვირაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, თუ რაღაც ეგეთი. რამდენიმე დღის წინ კარზე დამიკაკუნეს. დინი და სალი მომადგნენ-თავშესაფარს ეძებდნენ. ვერასდიდებით ვერ ვუთხარი უარი და ნება დავრთე 7 დღე ერთად გვეცხოვრა. მათ-ჩემთან ერთად. მე-მათთან ერთად არა. ჩემი კატაც აქვე იყო, გზაზე. ჩვენ ვმოგზაურობდით ოთახში, სადაც ვერაფერს ნახავდით ენაგადმოგდებული აინშტაინის პორტრეტის, წიგნების და სიგარეტის ცარიელი კოლოფების გარდა. მე ვიწვოდი, დინი უფრო. მე- არ ვჩანდი, დინი ანათებდა. კატა კნაოდა. ალბათ, ნაკატა ეძებდა სადღაც შორს, იაპონიაში.. ვიღაცას დაჰკარგვოდა..

ერთი კვირა ჩვენთან ერთად იყო სევდა, ყიჟინი, ახალგაზრდული ვნება, ორგაზმი, ცრემლი, სიცილი და არარაობის შეგრძნებაც კი. იყო სექსი და იყო გულწრფელი საუბარი ღმერთზე, სრულყოფილებაზე, არსებობაზე და ამ ყველაფრის არსზე. მე ვდუმდი. არაფერს მეკითხებოდნენ. დინს იდიოტად რაცხავდნენ, ერთი სული ჰქონდათ როდის ჩაძაღლდებოდა ლიბერალი, ერთი ჩვეულებრივი ტიპი. იცინოდა ხოლმე. ტირილამდე. ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა -ამიტომ მომწონდა. თითმოჭრილიც, მანქანის მძღოლიც, მეუღლეც-ყველგან ერთი იყო. ის დინი, მე რომ მიყვარდა.

ბევრ ადგილას ვიყავით, რა მოყვება ამდენს.. მერე, მოხდა ისე რომ დავშორდით. ახლა სად არიან , არ ვიცი. ალბათ ზაფხულში ჩამომაკითხავენ. სულმოუთქმელად ველი. ცოტა ვნერვიულობ კიდეც.

სიგარეტის კვამლით გაჟღენთლი დამიტოვეს ოთახი. მოგონებებით გაბერილი, გასუქებული. სადაცაა გასკდება ბაკი და მდუღარე ამბების ტალღები გადმოინთხევა.. აქ იყვნენ დინი და სალი..

დღეს, მეორე დღეა რაც დავშორდით. უფრო მეტად დავცარიელდი. მომენატრნენ, რომ გითხრათ, არა.. დამაკლდნენ. მე მათ შევეჩვიე. მათ ფეხებზე, ან სულაც, შეიძლება , ცალ ფეხზეც კი არ ვკიდივარ. ან , მათთვის არ ვარსებობ.

30 წუთს შემდეგ, დანიშნულების ადგილას ვიმყოფები. ბიბლიოთეკის ბარათს და წიგნს ვიმარჯვებ. ფინიშსკენ მივდივარ. მაგრამ, რატომღაც ხაზის გადაკვეთა არ მინდა.

კარის გაღებისას, როცა სახელურზე კარგად აღბეჭდება ჩემი ანაბეჭდი, ზარი ირეკება. ბიბლიოთეკა ცარიელია, როგორც ყოველთვის. ჭაღარაშერეული, სამი ნაოჭით ვერასდამშვენებული, სევდანარევი ღიმილის მქონე მოხუცი მეგებება. 1 წელია ამ წიგნსაცავში დავაბოტებ, ჩემი ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით, მაგრამ ამ კაცის სახელი, დღესაც კი არ ვიცი. მრცხვენია ჩემი საქციელის. ჩემი თავის უფრო.

-გამარჯობა. წიგნო მოგიტანეთ. ანერვიულებულად ვეუბნები ადრესატს.

-ძალიან კარგი. ამჯერად რა წაიკითხე?

-კერუაკის „გზაზე“,ბატონო.

იღიმის. ვერ ვხვდები, ეს კარგის მომასწვავებელია, თუ ცუდის.

-ყველაზე მეტად რომელმე პერსონაჟმა მოგხიბლა?

ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, მაქვს. ვიცი. ეს ხომ დინია, თავისუფალი, ჯაზზე შეყვარებული დინი, როგორიც მინდა ვიყო. ტიპი, ფეხებზე მკიდიაობის პრინციპით, წამის ტკბობის ჟინით, სამყაროს არსის გაგების სურვილით. ჩემი დინი, ჩემში.

-დინი. ვპასუხობ აჭარხლებული ლოყებით.როცა ვნერვიულობ, სულ ლოყები მიწითლდება. დედაჩემს-ცხვირი.

-საინტერესოა. შეიძლება თქვენი ასაკი გავიგო?

-17ს გავხდი რამდენიმე დღის წინ.

-რატომ დინი?

არ ვიცი რა ვუპასუხო. არ მინდა ისე მოხდეს, რომ აღარასდროს გაუჩნდეს ჩემთან ისევ დალაპარაკების სურვილი. რა ვქნა-ტიტანიკს ჩავყვე თ გადავხტე. გავრისკო თუ არა. თითებს ვიტკაცუნებ. მგონი, მეტყობა.

-ნუ ნერვიულობ, არ შეგჭამ.

მიხვდა. ვიცოდი, რომ ხვდებოდა. ამ კაცს აქვს რაღაც ისეთ, რაც ღერღილივით მაბნევს. თითქმის ყოველთვის თავდაჯერებული, ბევრი წიგნის და ყვითელი ფურცლების გარემოცვაში, თავს სრულ იდიოტად ვგრძნობ. უმიზნოდ მოსიარულედ.

-თავისუფალია ყველასგან და ყოველთვის.

მე ეს შევძელი, თუ გავბედე. დინი თავისუფალია, ხომ? რატომ არ მეთანხმება? ვიცი, რომ მე რასაც ვფიქრობ ისაა მნიშნელოვანი. ახლა მისი თანხმობა ან თავის დაქნევა ძალიან მჭირდება. ჟანგბადივით, თუ რაღაც. გთხოვ, დამიქნიე თავი, კი-ს საპასუხოდ.

-შემოდი ჩემს კაბინეტში.

მეტი არაფერი უთქვამს. კაბინეტში დაბარების ემბრიონიდან მეშინია და თუ ჩავიფსი, არავის გაუკვირდეს. რა ჯანდაბა მინდა მე კაბინეტში.

-ჩაის დალევ თუ ყავას?

-ჩაის, თუ არ შეწუხდებით.

-მე დათო მქვია. 74 წლის ვარ. ეს კი,ჩემი სახლია. დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, თან ბიბლიოთეკაც აქვე მაქვს. კაფკა თამურაც ასე არ ცხოვრობდა? ოღონდ, სხვებთან ერთად.

-დიახ.

საიდან იცის, რომ მურაკამის „კაფკა პლიაჟზე“ ჩემმა მეგობარმა მათხოვა და წავიკითხე.

-ვიცი, რომ წაიკითხე. ალბათ კაფკა თამურაც მოგეწონა, არა?

-დიახ, ძალიან.

-მივხვდი. ბებერი კივარ, მაგრამ კიდევ ვხვდები რაღაცებს.

-კარგით, რას ამბობთ!

ჩვეული პასუხი, როცა სიბერეზე იწყებენ საუბარს. მიახალე რა , პირდაპირ, რომ ეთანხმები და ბებერია. რა საჭიროა ეს ყალბი ფრაზები. დოლარივით.

გაეცინა.

-დღეს რას წაიღებ?

-ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“

-ოჰო! კარგი გოგო ხარ. შემომიარე ხოლმე, მელაპარაკე. აქ არც ტელევიზორი მაქვს, არც რადიო. მე, წიგნები და ოთხი კომპოზიტორი გახლავართ: ბეთჰოვენი, რახმანინოვი, მოცარტი და შუბერტი. გიყვარს მუსიკა?

-დიახ.

-მოდი და ერთად მოვუსმინოთ ხოლმე. ჯერ კიდევ მესმის.

ტაბუკის ჩარაზული კარის გასაღები ერთ-ერთ თაროზე ვიპოვე და მივხვდი, რომ წასვლის დროა.

ახალი მეგობარი მყავს, დათო. კაცი, ბეთჰოვენზე შეყვარებული, უამრავი წიგნით. აუცილებლად ვეწვევი შემდეგ კვირას, წყალი არ გაუვა!

***

არ შეიძლება წიგნი ასე ადვილად მთავრდებოდეს. არა.

პერეირამაც დაჰრო ჩემთან რამდენიმე დღე. კომპლექსიანი, შაქრით სავე ლიმონიანი ჩაის მოყვარული კაცი, ჰომოგენომური მეთი. რთული ხასიათების აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესო. მერე, ისიც წავიდა. არ ვიცი რამდენი ხნით. დაბრუნდება თქო- გავიფიქრე.

დღეს ბიბლიოთეკაში მივდივარ. ისევ 42 ავტობუსი.

ჩემს ფეხებს ვუყურებ. თვალი გამიშტერდა. ვგრძნობ, რომ საიდანღაც მიყურებენ. ვიღაც დაჟინებული მზერით მაკვირდება. არ მიიხედო, არა. ვეუბნები ჩემს თავს, თ ვიღაც ამბობს ჩემში.

მაინც ვიხედები. გადაჭეჭყილ, დამძიმებულ ავტობუსში ბიჭი დგას, ყურსასმენებით. ეს დინია, ჩემი დინი.

მომშტერებია. მეც ვუყურებ. ცისფერი, ღრმა თვალები აქვს. მისი თვალებიდანვე გამოსჭყივის რა არანორმალურიცაა. თვალებში ხომ ყველაფერი ჩანს. იკითხება. არა?

ვდგავართ ასე, თვალი თვალში გასწორებულნი. არაფერს ვამბობთ, გამარჯობასაც კი. ნეტავ, რას ფიქრობს, ან ფიქრობს თ არა, საერთოდ.

ავტობუსი გაჩერდა. ჩემი ჩასვლის დროა. დინს მეორედ ვემშვიდობები. ნეტავ , სახლი სად დაიკარგა, თუ აქვეა.

მძიმე ფეხსაცმელები მაცვია, ტალახშ ამოვლებულივით ყავისფერი. ამასაც აქვს რაღაც სილამაზე. მომწონს წუმპეები და სიბინძურე. ბინძური ტიპებიც მომწონს. ჰო, რა.

მოკლედ, უფრო ვამძიმებ დედამიწას, როგორც იტყვიან.

ბიბლიოთეკაში მივდივარ, ისევ ისეთი დღეა, როგორც მაშინ იყო. არა, დღეს კარგი დღეა, არა დინ? რას იტყვი? მიპასუხე, რა.

ბიბლიოთეკიდან ერთ მეტრში ვდგავარ. წინასწარ ვფიქრობ და ტვინს ვიჭყლეტ, რომ პასუხები მოვამზადო ჯერ არარსებულ კითხვებზე. ვიცი, რომ დათ აზრს მკითხავს. აინტერესებს ჩემი ვერასმომცემი, იდიოტური იდეები. აზრს ვაყალიბებ, რატომ პერეირა. ისევ ნერვიულობა მიტევს, რა მემართება არ ვიცი. ისევ გზაზე ვარ. აჭარხლებული.

მე-9 სიმფონია მესმის. გასაგებია. დათო ბეთჰოვენს უსმენს. ლუდვიგს უყურადებს. დათოსთან ერთად ყველა გასუსულია-შექსპირიც, ქარჩხაძეც, პიაჟიც, ფოლკნერიც, როთიც, ნიცშეც.. ლბათ, ერთი სული აქვთ, ლუდვიგმა სათქმელი თქვას.. იქნებ, მათ საერთოდაც არ ჰხიბლავთ ბეთოვენი. დათოსი.

ზარი რეკავს. ჭაღარაშერეული ბიბლიოთეკარი თითით მანიშNებს, რომ უნდა დავჯდე. თვალები დახუჭული აქვს, ზის. თავი გადაუწევია. არაამქვეყნიურია. ალბათ, იქ, სადღაც ისიც გზაზეა-კომპოზიტორებთან ერთად.

გაოცებული ვუყურებ. არ ვიცი, რა ვქნა. მე აქ ვარ, ის არ ვიცი სად. წავიდე?

-თვალები დახუჭე და უსმინე, აქ რა მაგრად შეჰყავს.

მოულოდნელად სიტყვათა კორიანტელს მაყრის.

დავალებას ვასრულებ და მეც სადღაც მივფრინავ, თ ვიძირები..

1 საათს მერე, კულმინაციის, მუსიკალური შემოტევითი ტალღების გადმოვარდნის შემდეგ, თვალებს ვახელ. დათოც. ერთმანეთს ვუყურებთ.

არაფერს ვამბობთ.

ველოდები, რომ რაღაცას მკითხავს, მაგრამ არა. ხასიათზე არ არის, ალბათ. არც ჩაის მთავაზობს.

-შეიძლება მელაპარაკოთ?

ღმერთო , რა ჩამოუყალიბებელი იდიოტი ვარ. მუწუკი უნდა ვიყო და ვიღაცის სახეზე ვცხოვრობდე. მალე გამაქრობდნენ და ასეთ კითხვებს არ დავსვამდი.

რაღაცნაირად მიყურებს, ვერაფერს ვხვდები.

-რა გაინტერესებს?

-ყველაფერი.

-ანუ ყველაფერზე ვისაუბროთ?

დამცინავად მითხრა.

აქ აღარასდროს მოვალ. არ მინდა, ასეთ შერცხვენილი ვიყო. წავალ. ადექი და წადი რა, რა გაკავებს!

ადგილიდან არ, ან ვერ ვიძვრი.

გადაეცით იმ ჩემს მეორე მეს, რომ კრეტინია. ორივე კრეტინია. ერთი უფრო. არა, მეორეც.

-წარმოიდგინე,ოთახში დგას სკამი. დაჯდომას გთავაზობენ, რბილი, კომფორტული დასაჯდომია. რას იზამ?

-დავჯდები.

-სად?

-სკამზე. თქვენ?

მე.. მე არ დავჯდები და თუ გადავწყვეტ, რომ დავიღალე, ჩემი სხეული მიწაზე დაენარცხება.

რას ნიშნავს ეს სიტყვები. იმას, რომ ახალგაზრდად გრძნობს თავს ჯერ კიდევ და მის უკანალს შეუძლია მაგარზე ჯდომა, თუ სიკვდილს ელოდება. ამ კაცს განმარტებით ლექსიკონი უნდა მოყვებოდეს. რთლი ამოცანასავითაა, ვერ ვხსნი. ეს კი, უფრო მომწონს.

-კარგი, დაგტოვებთ.

-როგორც გინდა.

მეტი არაფერი უთქვამს, ალბათ, მიხვდა, რომ ბავშვი ვარ, რომელიც ემბრიონიდან იდიოტია. მრცხვენია, ჩემი ყველა ატომის.

***

არაფერი წამომიღია. წიგნებისგან უნდა დავისვენო. ცოტა ხნით, მაინც. ზიზღი შემომეკედლა-ყველასი და ყველაფრის. საკუთარი თავის უფრო.

ვზივარ ოთახში, ფარდებჩამოშვებულშ. უკუნეთ სიბნელეა. ბერჯერსი დაჟინებულად მიყურებს. ჰოდა, ავდექი და გამწარებული ვხევ, ვანადგურებ. ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მექანიკურ გრეიფრუტს.

ახლა უფრო იდიოტი ვარ. ჭიქასაც ვტეხ. ენაგადმოგდებული, ცინიკურ აინშტაინსაც დავავლე ჩემი ორი, უშელები ხელი და მისი პორტრეტი აღაც არსებობს.

არასდროს ვყოფილვარ ასე.

გამოთაყვანებული კრეტინი.

***

ორი კვირა. ასე არაფრის ხასიათზე, არაფრის მომცემი თვალებით ვიყურები. უთხჯერ უფრო მეტად ვამძიმებ დედამიწას. ისევ სიბნელეში, ტომ იორკთან ერთად.

არცერთი სტუმარი, არც ახალი, არც ძველი. სიცარიელე, სიბნელე და ტომის რაღაც მომწარო ხმა. მეტი არაფერი.

დააკაკუნეს. ახლა მართლა.

წერილია თქვენს სახელზეო.

წერილიო. ვიღაც მაგარი დარტყმულია ან აირია რაღაც. მოუთმენლად ვხსნი წერილს, პატარა ბავშივით, რომელსაც იმის რუვილი კლავს, რომ საახალწლო საჩუქრები რაჩ შეიძლება მალე გახსნას.

„-ხომ კარგად ხარ? მე და მურაკამი გელოდებით უკვე 2 კვირაა. მოგვენატრე“ დანაოჭებული მე.

დათო. არ ვიცი რა ვქნა.

კარი მოვიჯახუნე და გაბრაზებულმა ბიბლიოთეკისკენ გავწიე. სიამოვნებით ვეჩხუბებოდი, დავუხევდი ყველაფერს. 2 კვირა მის გამო ვარ ასეთ არაფრულ ხასიათზე. ღირსია, ყველაფერი გავუნადგურო.

1 მეტრზე ვარ ბიბლიოთეკიდან. ახლა რახმანინოვის მე2 კონცერტი მესმის. გაბრაზებულზე ნერვიულობა მემატება და ვარ ასე, ისევ ვნერვიულობ. იმაზე მეტად, ვიდრე ადრე.

შესვლისას, ქვემოთ მურაკამის „ნორვეგიული ტყე“ მხვდება -წერილთან ერთად. მკვეთრად ჩანს.

„-ბოდიში, მაშინ უხეშად გესაუბრე. ეს მურაკამის წიგნი- შენ. ბაბუ, სახელად ყვავი.“

მეღიმება და მოულოდნელად ფეხებიდან სიხარული მასხამს. ტანში ჟრუანტელი მივლის და ასე უცაბედად, რაღაცნაირად , დადებით ვხდები.

შევდივარ კაბინეტში. რახმანინოვი.

„უსმინე, რა მაგარი მომენტია!“ -ასე მესალმება.

მგონი, ეს დინია, ოღნდ დაჩაჩანაკებული. ჩემი დინი.

-დაჯექი , სადაც გინდა.

ძირს ვჯდები. არადა, ვფიქრობდი სკამს მივეწებები თქო, პროვოკაციულად. მურაკამმა გადამფიქრებინა. ნორვეგიულ ტყეში დავიკარგები მალე, ვგრძნობ.

რახმანინოვი და დათ ორმაგად მაბედნიერებენ. დღეს, ნორმალური დღეა. შუადღის 4 საათია. ისევ.

-გახსოვს, რომ გითხარი მოდი და მელაპარაკეთქო?

-დიახ.

-მოაშორე ეს დიახ და თქვენობითი ფორმები. არ მაგრძნობინო, რომ ხცოვანი, დაჩაჩანაკებული ბებერი ვარ. მინდა მეგონოს რომ შენხელა ვარ. 17 წლის.

-თქვენ 17 წლის ხართ, ჩემხელა.

ასე ვაჯერებ მასაც და საკუთარ თავსაც. ორივე ტყუილში ვცხოვრობთ. ვცდილობთ, დავრწმუნდეთ.

-მომიყევი.

-რა?

-ყველაფერი.

-როგორ თუ ყველაფერი.

-შენზე.

რა მოვყვე. ის, რომ 2 კვირა მის გამო სახლიდან არ გამოვსულვარ? ან ის, რომ ყველა გამოგინილი მეგობარი მყავს. ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ. როცა არ იცი, რთლია ილაპარაკო, თან საკუთარ თავზე.

-რა მოგიყვე. თავადაც არ ვიცი.

სიჩუმე.

-იცი, შენ დინი ხარ.

-დაბერებული დინი, არა?

სიბერეზე ფიქრი მაინც არ ტოვებს, შიგნიდან ღრღნის და ცდილობს, არ შეიმჩნიოს.

-ისეთ დინი, აი ისეთი..

არაფერს ვამბობთ, ისევ. არსად აქვს სარკე, არცერთ ოთახშ. საკუთარ თავს გაურბის. ალბათ, ეშინია. დინსაც ეშინია რაღაცების.

-მარტო გამოგიშვებენ?

-სად?

-მე წაგიყვან. თქვი, რომ 74 წლის ბაბუსთან იქნები რამდენი საათი.

-წავედით.

-ახლა?

-რას ველოდებით.

მეც მეშნია. სიბერის. ახლა უფრო.

ფეხით მივდივართ. არ ვიღლებით. ვამბობთ,რომ არა. გვჯერა.

გზაზე ვართ მე და დინი. ახალგაზრდა.

-სად მივდივართ?

-მივალთ და გეტყვი.

ნახევარი საათის შემდეგ, გზაზე ვჩერდებით.

მეკითხება რას ხედავო.

გზას თქო-დაუფიქრებლად ვპასუხობ.

-აქ ვიჯექი 54 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას- მანიშნებს. ვკითხულობდი კერუაკს.. სარკეშ ვიხედებოდი ხოლმე..

ვამბობდი, ჩემი დინია თქო. ჩემი დათო -დინი.

მერე, ვლაპარაკობთ. ყველაფერზე და ყველაზე. მე და დინი, რომემლმაც მართა დააკაკუნა ჩემს შმორიან კარზე. ვბრუნდებით. უცნაურია და ცოტა გიჟიც. მგონი, იწვის.. კიდევ იწვის.. დიდი ხანია მიყვარს. მე, ჩემი დინი..

ახლა სახლში ვარ, მალე ნორვეგიულ ტყეში წავალ. 10 საათია. ვითიშები.

უკვე უფლება მაქვს, რაც მინდა და რამდენი ხნითაც მინდა, გამოვიტანო და ვიკითხო. დათო-ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. მე-დათსი. უკვე დინისიც კი.

ყველი დღე იწყება მუსიკით, მერე სეირნობით, საუბრით, სჯა-ბაასით. დაღლილები წამოვკოტრიალდებით ხოლმე წიგნების გარემოცვაშ და სხვადასხვა პერსონაჟებს ვსტუმრობთ.  უკვე ასეა, რა ხანია..

დათოს აღარ ვეძახდი.

თურმე, ადრე მართლა დინით მოიხსენიებდნენ.

უხარია. ჰონია, რომ თითოეული დინის გაგონების დროს ცალი ნაოჭი უქრება. ეშინია დინსაც და დათსაც. მეც.

ნეტა, მართლა უქრებოდეს თით ნაოჭ და ერთი წელი აკლდებოდეს. ყველაფერი უკუღართადაა.

არაფერია ისე, როგორც მინდა.

არაფერს მიყუვება თავის უჯახზე, ცხოვრებაზე, ახალგაზრდობაზე. უბრალოდ, ვართ ასე. განუყრელები. არ ვიცი მასზე არაფერი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ვიცი.

ალბათ, მეც ასეთი ვიქნები, როცა სარკეებს ჩამოვხსნი. ვიოცნებებ გაახალგაზრდავებაზე. ალბათ, რთულია.

ხვალ დინს დაბადების დღე აქვს.

წიგნი ვუყიდე. წაკითხული აქვს, არაუშავს.

ჩემგან ექნება და საგულდაგულოდ შეინახავს. ერთ სული მაქვს, ხვალ როდის დარეკავს ზარი და როდის მივულოცავ. რთულია, როცა დაბერებას ულოცავენ დინს.

***

მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. დღევანდელი დღე, ალბათ, არ უხარია დათოს. მეც არ გამიხარდებოდა.

არც რახმანინოვი.. არც შეუბერტი..სიჩუმეა. გულის ცემა მესმის.

კარს ვაღებ, თან ვერ ვაღებ. სად გავიდა?

არაუშვს, ვჯდები. ბახალზე-სკამზე არა. ველოდები დინს. ვკითხულობ.

ასე გადის, 2, ,3, 4 საათი.

სად არის დინი. ისიც კი გავიფიქრე, ბებერი, ქალებში ხომ არ წავიდა თქო. ან შეიძლება, წიგნების მოსატანადაა წასული. ახალი გამოცემები ხომ ძალიან უყვარს.

მე5 საათიც გავიდა.

არავინ მოდის და არავის ხმა ისმის.

მხოლოდ გულის ცემა-ისიც ჩემი. ასე არასდროს მინერვიულია. ბიბლიოთეკას ხომ არ ტოვებს დიდი ხნით. დათ არ ბრუნდება სახლში გვიან.

მე6, მე7 საათი გადის.

დღეს წვიმიანი დღეა, როგორც არასდროს. დინი 75 წლისაა.

***

გადავწყვიტე, რომ ძალიან მცივა და ერთ ფანჯარას ჩავამტვრევ. უნდა შევიდე. არავინ მეჩხუბება.

ჩავამტვრიე.

ცივა, სიბნელეა.

უცხოური ლიტერატურისკენ მივდივარ, უეცრად ფეხს რაღაცას წამოვკრავ.

წიგნია. უსახელო.

ძალიან კარგი და დამაინტრიგებელი ჩანს.

ოთახშ დიდი ვერაფერი შუქია, მაგრამ წაიკითხავს კაცი.

„ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. მე დღეიდან ვეღაც მნახავ. იმედია, არ მიწყენ.

ეს ბიბლიოთეკა შენ, ვინც ასე შემოიჭერი ცხოვრებაშ. შენი დინი ვიყავი. მიხარია.

დანაოჭებული ბაბუ, სახელად ყვავი.

კარგად. მოუფრთხილდი წიგნებს. ყველაფერი შენია. წიგნიც წაიკითხე და არ გამიბრაზდე.“

თავზარდაცემული ვარ.

წიგნი კი ასე იწყება:

„1 წელია ჩემს ბიბლიოთეკაშ დადის. კარგი გოგო ჩანს-წიგნებს კითხულობს.. საინტერესოა.

მუზას ვეძებდი, ვიპოვე. ეს წგნი მასზეა.

ალბათ ოდესმე მაინც დამიძახებენ ისევ, დინს…“

By Tako`s blog

!

ყველაზე ცუდი რამაა ტექსტის ანალიზი და შემდეგ ამას, რომ გიფასებს ვიღაც. თუ იმას ამტკიცებთ, რომ ყველა სუბიექტის აზრს აპტივს სცემთ და ყველას გადასახედიდან უნდა გადმოიხედოთ, რატომ აფასებთ ნაწერს კრიტერიუმით – “ტექსტი სწორადაა გააზრებული”
ჯერესერთი სისწორე და სიმტკიცე რა არის თქვენთვითონ არ იცით. სწორი აზრი უბრალოდ არ არსებობს.

ყველას თავისი ცხოვრება/სიმართლე/სიმტკიცე/მორალი აქვს.
რისი თქმა სურდა ავტორს , ფეხი , რომ ამოიყვანოთ თავიდან, მაინც ვერ გაიგებთ.

მხოლოდ ის შეგიძლიათ, ივარაუდოდ რაინე.

.
და თუ კრეატიული აზროვნების განვითარება გსურთ, ყველანაირი ჩარჩო მოაშთეთ .
მე რასაც მინდა და სადაც მინდა იმას დავინახავ.
თქვენთვის ან სწორი იქნება ან არა.

By Tako`s blog

რეალური წიწაკა

რეალობა, რომელიც წიწაკასავით მწარე, ცხარეა.

10390254_1424531101149514_4465392926520192832_n***

პოლიციის კაპიტანი ცდილობდა მძიმე, სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი, აყროლებული ჰაერი ოთახიდან გაეძევებინა. რატომ-თვითონაც არ იცოდა. ასე უნდოდა და მორჩა. ვერ აძევებდა ბოლს და მეტიც, თვითონაც ეწეოდა. ერთს ფიქრობდა და მეორეს აკეთებდა.

მერე, როგორც ხდება , სიგარეტი ჩააქრო და ციხის შემოვლა დაიწყო.

სასოწარკვეთილად , ძაღლებივით ღმუოდნენ პატიმრები, თავისუფლებას ითხოვდნენ. იმ თავისუფლებას, თვითონაც, რომ არ იცოდნენ რა იყო. ბღაოდნენ. კიოდნენ.  ხელებს იშვერდნენ და ყიჟინას სცემდნენ.

ღამის 3საათი იყო. ადამიანებს სახლებში თბილად ეძინათ.. პატიმრები კი ყველაფრის დაგლეჯაზე თანახმა იყვნენ, ოღონდ გაეღწიათ.. ციხიდან?

ალბათ საკუთარი თავიდან გაღწევა უფრო უნდოდათ, ვიდრე ციხიდან . იდეალურ თავისუფლებაზე გაფანატებულ შეყვარებას დაესადგურებინა მათ მფეთქავ  გულების პორტში. თავისუფლება უნდოდათ.. ის თავისუფლება, ფილმებში რომაა…

ამ ღმუილში, ერთი ძალიან მაღალი ნოტი გაისმა . ბევრი წითელი სითხე. სისხლი. ისედაც მძიმე სიმძიმე უფრო დამძიმდა .

ეგონა თავისუფლებას მიაღწევდა და თავი მოიკლა.

***

სამნი იყვნენ. ჟოზეფინა, ნაპოლეონი და სიმძიმე.

შამპანიურის ბოთლი, კენტი და ბრილიანტებით მორთული ოთახი.

სექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ , ორგია სიჩუმეს ჩაენაცვლებინა და სიმძიმეს უფრო მედგრად დაესადგურებინა ადგილი მათ სხეულში.

-გიყვარვარ?

-კი. ალბათ

-ალბათ?

-ჰო რა.

-რა გინდა რომ თქვა?

-დაღლილი ვარ. მერე დაგელაპარაკები .

საკოცნელად გაიწია ნაპოლეონი. ჟოზეფინამ შეაკავა. ისედაც ალკოჰოლის სუნით ყარდნენ .

ჟოზეფინა მაგიდაზე ახტა, ტრიალი დაიწყო. რაღაც ფრანგულ სიმღერას ღიღინებდა და შამპანიურის წვეთებს ისხამდა თვალებზე..

ნაპოლეონი გამტყვრალი ეგდო და ეძინა.

ჰოდა ადგა ჟოზეფინა და ბოთლი თავზე გადაატეხა.

მოკლა.

საყვარელი ადამიანი ვეღარ აიტანა, ან თავის თავი.

გაქცევა სურდა. დიდი ალბათობით თავის თავიდან.

***

-რას კითხულობ?

-წიგნს.

-რა წიგნს?

-კაფკას “პროცესს”

-მოგწონს?

-წავიკითხავ და მერე გეტყვი.

-რატომ კითხულობ?

-მინდა.

– რა გინდა?

-რომ ვკითხულობდე.

-ამ ყველაფრის მიზანი? ნაკითხი გინდა, რომ იყო და ხალხმა თქვას რა ჭკვიანი გოგოა, ნეტა ვის ოჯახში შევაო?

-არა.

-აბა?

– არ ვიცი

-იქნებოდი მაგ წიგნის პერსონაჟი?

-კი.

-გადასახლდებოდი ალაპარაკებულ ფურცლებზე?

-დიდი სიამოვნებით.

-ანუ?

-ანუ ის, რომ დავიღალე.

-რისგან?

-ყველაფრისგან.

-მოვწიოთ?

-კი.

-რატომ ეწევი?

-იმიტომ, რომ მინდა.

-რა გინდა?

-არ ვიცი.

-გაიქცეოდი?

-კი.

-გაფრინდებოდი?

-კი.

-სად?

-მთვარეზე.

-წამო.

-წამო.

By Tako`s blog

ინვალიდი, ანუ არასწორი

ალბათ დედაჩემს სურდა განსხვავებული ვყოფილიყავი.

ჩემი სახელია სახელი. გაგეცინათ?

არაუშავს, იცინეთ. მეც მეცინება, რაღა დაგიმალოთ. სადმე, რომ გეკითხებიან რა გქვიაო და შენ სახელს პასუხობ, ვერ ხვდებიან რას შვები-აბუჩად იგდებ თუ დასცინი. არადა, არაფერი უჩვეულო-ჩემი სახელი ხომ სახელია.

ალბათ დედაჩემი შოკში იყო როდესაც დავიბადე.

რომ ჰკითხეს ბავშვს რა დავარქვათო, სახელიო მიუგო. ჰოდა, ექიმებმა არც აციეს, არც აცხელეს და დედაჩემის ბრძანებას დაემორჩილენ-სახელში სახელი ჩამიწერეს. ესაა და ეს.

ალბათ დედაჩემს გული იმიტომ წაუვიდა, რომ გაიგო ფეხებით ვერ ვისარგებლებდი და სულ ბორბლებით უნდა მეგრიალა.

ნუ, არც თუ ისე მძიმე ნაბიჯებით მივედით ყველაზე განსხვავებულ ადგილას ჩემს დედამიწაზე ბოდიალის ისტორიაში. მე ვარ ერთი შშმ გოგო, სახელად სახელი. ზოგისთვის ინვალიდი, ზოგისთვის უნარშეზღუდული, ცოდო ან საცოდავი. მე მაქვს ბორბლები და არა ფეხები. იცოდეთ, ეს ძალიან კარგია. თქვენზე ეკონომიურად გადავაადგილდები. ფეხებისკენ ენერგია არ მიდის და უკან, ტვინისკენ იქაჩება.

ესაა და ეს.

ალბათ, დედაჩემმა ამდენ განსხვავებულობას ვერ გაუძლო.

მე, შშმ სახელი, ყველაფერთან ერთად ისეთი ვარ, ცუდი. გოგოები, რომ მოსწონს. ზოგს ხომ არანორმალურობათა დასტა ხვდება წილად. მეც ერთერთი მათგანი ვარ. ძუძუებიც მომწონს, ჩაცვენილი ლავიწებიც და ვნებიანი, ქალური ტუჩებიც.

ალბათ დედაჩემი ამიტომ აითესა.

მან მეზობლისგან გაიგო ჩემს შესახებ. მე მინდოდა მასთან ჩემზე ლაპარაკი, გაზიარება თუ ვინ ვიყავი ან რატომ დავაბოტებდი აქ და რა მიზანი მქონდა, მაგრამ არ მისმენდა.

საჭმელი გაცხელდა, ან რამე ხომ არ გჭირდება-თი შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა.

რომც მოემინა , ვერ გაიგებდა. პრობლემა ეგ იყო.

ჰოდა, ჩაალაგა და წავიდა. ვერ ამიტანა.

ალბათ მერე სადმე რაღაც ქნა ან ნორმალურობა შობა.

მე ხომ ინვალიდი, ანუ არასწორი ვარ.

ფუ

By Tako`s blog

ბედნიერების სასწორი

არსებობს ბედნიერება ?

ვინაიდან ამ სამყაროში არ არსებობს ორი სუბიექტი, ვისი აზროვნებაც, შეხედულებაც და ფიქრიც აბსოლუტურად დაემთხვევა ერთმანეთს, ვიტყვი, რომ ყველაფერი ინდივიდიალურია. ბედნიერების აღქმაც. ზოგიერთი ბედნიერებას ვერ აღიქვამს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.

ჩვენთვითონვე უნდა მივანიჭოთ იმის ბედნიერება ბედნიერებას, რომ ბედნიერი იყოს.

კი, კი,  ვიცი, რომ ხანდახან საზრელი და საზიზღარია ცხოვრება. უელბეკიც მიყვარს და რაღაც მხრივ ვეთანხმები, რომ “ცხოვრება გაშლილი ტანჯვის ველია”. დიახ, მეც შევუპყრივარ დეპრესიას, ჩემს ტვინშიც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს… მაგრამ ერთი გაფიქრება იმისა, რომ ხვალ მე შეიძლება სადღაც წავიდე და ისეთივე პოზიტიური ვხდები, როგორიც ვიყავი..

უბრალოდ წამი უნდა დაიჭირო, და გააანალიზო,რომ მას ვერ გააჩერებ და ვერ დააბრუნებ.. ჰოდა Carpe Diem-make your life extraordinary. 77c493ec14246d748db3ee8fce0092db

ბედნიერება პატარა რაღაცეებშია. აი მაგალითად, ბედნიერებაა წიგნის კითხვა, თან თუ ეს ის წიგნია, მარტივად რომ აღგფართოვანებს. ბედნიერებაა მუსიკის მოსმენა, რომელიც ძალიან გიყვარს. ბედნიერებაა საყვარელ ადამანთან ერთად ლიტერატურაზე საუბარი, და აღმოჩენა იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ არ გაქვს წაკითხული. ბედნიერებაა ის, როდესაც საყვარელი ადამიანი პატარა ჯონათან ლივინგსტონის აქსესუარს გაჩუქებს. თითქოს არაფერი.. მაგრამ,ყველაფერი.

ბედნიერებაა , როდესაც სახლში დაღლილი მოდიხარ და კატა თავისით მოდის შენთან და იზიარებთ სიჩუმეს..

ბედნიერებაა, როცა ბებია კითხულობს შენს ნაწერებს და კრიტიკულად განგსჯის.

ბედნიერებაა, როდესაც სცენაზე გამოდიხარ და უკრავ.

ბედნიერებაა, როდესაც საყვარელი მომღერლის კონცერტს ესწრები.

large (3)

ბედნიერება ხელოვნებასა და ჩვენშია.

თითქოს არაფერი, არა? მაგრამ ხომ შეიძლება ერთმა გაღიმებამ მთლიანად შეცვალოს რომელიმე დღის განწყობა..

იყავით ბედნიერები, გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ და გაიღიმეთ:)

ხანდახან ჩემს ნაწერებშიც ვასხივებ პოზიტივს.

large (6)

By Tako`s blog

ალაპარაკებული ფურცლები და მანდარინი

იმ საღამოს განსაკუთრებულად დაღლილი და ცარიელი დავბრუნდი შინ, ჩემს პატარა ქოხში. თითქოს აკვარიუმიდან ვიღაცას წყალი გადაეღვარა და მე, უჰაერო თევზი, ვფართხალებდი. ნელ-ნელა მიწასავით ვცივდებოდი, ვცარიელდებოდი და გრძნობის უნარს ვკარგავდი. უწყლო, გამოშიგნული ლურჯი თევზივით , სახეგაცრეცილმა შემოვაღე ბუდის კარები და უემოციოდ გადავწყვიტე,სიცარიელის ადგილი ჩემგან მარჯვნივ, რომ იდგა მარტო, მიყუჟული ლოგინი, იქ იყო.. აი ასე გადავეშვი ჩემს სამყროში.. ქოხიც,  და ლოგინიც პატარა იყო. განზომილება იყო უსაზღვრო.. და უკიდეგანოდ  ვრცელი.

გამოვეთიშე არსებულ სამყაროს, თითქოს ბარგი მქონდა ჩალაგებული და წავედი. ყველაფერი დავლუქე, რაც მზაკვრულ რეალობასთან მაკავშირებდა. ღია მხოლოდ ორი თაფლისფერი, არც თუ ისე დიდი თვალი დამრჩა. მხოლოდ მათ შეეძლოთ ეარსებათ მოცემულ, გაჩერებულ მომენტში. არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ სიბნელისა და სიჩუმის ხმაგაბმულ, სასიამოვნო სიმღერაში ჩემი ტუჩებიდან გამომავალი ბოლიც ჩაერთო, თითქოს მხარს უბამდა ჰარმონიას.. ცეკვავდა ბოლი და არსებობას ზეიმობდა.. მე კი მას ამის უფლებას ვაძლევდი.

ბოლო ნაფაზი, ისევე, როგორც ბოლო ამოქოშინება, მეტისმეტად მწარეა.. სიგარეტიც უკვალოდ გაქრა.

ოთხკუთხედ კენტის კოლოფშიც სიცარიელეს დაედო ბინა და შვილები საზღვარგარეთ გაეგზავნა.. მწარე იყო ამის გააანალიზება.. ტყვიის შუბლში მოხვედრასავით საზარელი.

ჩემი ერთადერთი მეგობრისგანაც მიტოვებულს უფრო გამივრცელდა არაფრის განცდა. ავხორცი სიმსივნესავით მოედო სიცარიელე ისედაც ცარიელ სხეულს. რა შემეძლო გამეკეთებინა? არაფერი. არა-ფერი. უფერულ, გაუკვალავ სიბნელეში უმიზნოდ ვაკვირდებოდი რაღაც წერტილს, ან წერილთა ჯარს.. ასეთ კონდიციაში ვრჩებოდი.

„-სიგარეტიც, რომ მიგატოვებს.’  გავიფიქრე და მამაპაპური გინებაც თან დავურთე.

ამ დროს გამახსენდა, რომ ჩემს ციცქნა ვაგონში, სადაც ალაპარაკებული ფურცლების და მანდარინის ნაფრცქვენების მეტი არაფერი მეგონა, ჩემგან განსხვავებით, ერთი სულიერი ცოცხლობდა. გახსენება და მისი მოახლოება ერთი იყო. ჩემთან კატა მოვიდა, თითქოს რაღაც სიგნალი გამეგზავნა მისთვის.. გვერდზე მომიწვა და ერთად გავემართეთ სიჩუმის კონცერტზე დასასწრებად.. სხვა ხომ არაფერი მინდოდა. ვიცოდი, არსებობდა ვიღაც, ვისაც ვჭირდებოდი და ვახსოვდი. მნიშვნელი არ  ჰქონდა ეს ობობა იყო თუ კატა. ის არსებობდა.

სიცარიელე სიმშვიდით განზავებულმა, მალამოსავით სასიამოვნო გრძნობამ შეცვალა და ჩავყვინთე. არ მახსოვს როგორ, მაგრამ, ალბათ კარგად მეძინა.

მახსოვს უეცრად სახეში სიცივე დამეჯახა და ძლივს დახუჭული ორად ორი თვალი უეცრად გაიღო.. ჩემს სამფლობელოში ვიღაც უნებართვოდ შემოჭრილიყო და გინებ-გინებით, ბილწ სიტყვათა კორიანტელიდ ცდილობდა რაღაც ღირებული ეპოვნა ჩემთან, ერთ ღატაკ მწერალ გოგონასთან.

-ქურდი. გავიფიქრე და სიმწირს ღიმილმა გადაფარა გაფერმკთალებული ბაგეები.

სანერვიულო რა მქონდა, არ საერთოდ, რა უნდა მოეპარა. დოსტოევკის „იდიოტი“ , თუ „მთვარის მოტააცება“.. რაში სჭირდებოდა ქურდს წიგნი.. არც არაფერში.

შავი ნიღბით შემოსილი დაძრწოდა ოთახიდან ოთახში. გვიან გააანალიზა, რომ მხოლოდ ერთოთახიან ბინაში ვცხორობდი და მეორე, სადაც გადიოდა სამზარეულო იყო. დამპალ სიტყვათა ნაზავს აღებინებდა წუმპეში ამოვლებული კაცი.. ან ქალი. და ვერაფრით ხარობდა.

მიხვდა, რომ გამეღვიძა და უსირცხვილოდ შემომძახა

„-მანდარინის კანების მეტი არაფერი გაქვს?

-რამეს თუ ხედავ, წაიღე. ეგ ტელევიზორი 3წელია უფუნქციოდ დევს და ადგილს იკავებს. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს.“

სწორედ მაშინ, როცა მითითებებს ვაძლევდი მას, ვინც ჩემი სამფლობელოს საზღვრების გადმოლახვით იყო დაკავებული, ჩემი მეგობარი მომიახლოვდა და ფეხებთან მომეტმასნა. მოფერება სურდა. ხელში ავიყვანე და ნაზად გადაუსვი თავზე ხელი. გაიტრუნა და ღრმა, ცისფერი თვალები დახუჭა. ბედნიერი ვიყავი.. სიხარულს მანიჭებდა.. ალბათ მეც ვანიჭებდი.. ქურდის ადგილი არ იყო.. ნამდვილად არა.

დამპალმა ზომბმა უეცრად ჩემს განზომილებაში შემოდგა ფეხი და ერთადერთი მეგობარი, მეზობელი და აზრების გამზიარებელი გამომგლიჯა ხელიდან.

კატამ დაიკნავლა, დაუცველობა იგრძნო.. დაახლოებით 3 წამი აპროტესტებდა .. მერე, გაჩუმდა.

„-ძალიან კარგი. 50 ლარი, კაკ მინიმუმ“

ისევე წავიდა, როგორც ადრე სხვა წასულა.. მიტოვება ჩემთვის არც ახალი იყო, არც ძველი.

მეტკინა. სიჩუმე ხომ ისევ მარტო უნდა შემომეშვა სხეულში.

მარტოობა კი ცუდი და მძიმეა.. ძალიან მძიმე.

By Tako`s blog

დაუსრულებელი რხევა

როდესაც თავში გადამატრიალებელ ვერ-გააზრებულ აზრებთა ქაოსია, სიცარიელის განცდა სუფევს სხეულში. ამ სიცარიელეში რაღაც წერტილი ფეთქავს და ეს მონოტონური ფეთქვა სულის გამატოკებელ ტკივილს იწვევს შენში. გინდა იყვირო, თეთრხალათიან ექიმს დაუძახო, რომ გიშველოს, ჩაგიკლას ის სხმა და ტკივილი, რამაც ოკუპირებული გაგხადა. იმის ამოგლეჯა გინდა, თუნდაც საზარელი, დამანგრეველი ძალით, რაც შენში ასე უნებართვოდ შემოიჭრა.. ყველა აზრისა თუ ფიქრის, ყველა ეგოსი თუ ექოსი, რამაც უკიდეგანო და დაუსრულებელი რხევა გამოიწვია.. სიცარიელე თავში გინდა და არა სხეულში..
როცა ტვინში აზრები დაუოკებელი ზღვის ტალღებივით ნაპირებს ასკდება, როცა თითოეული ტალღის მკაცრი შეხება ნაპირთან ყვირილამდე გტკივა, სიამოვნებით გაიპობ სხეულს და ამოუშვებ რაღაც არაამქვეყნიურს და გგონია, რომ დამშვიდდები..
გგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება და ამ ყველაფერს სიმშვიდე შეცვლის.. მაგრამ, არა. შენ სიცარიელეში ხარ და სიცარიელე თვით შენ ხარ.
თავი კი უკიდეგანოდ გკიტვა და ვერ იძინებ. მძიმე ჰაერიც კი არ ტოვებს ოთახს და ლეშის სუნით გაჯერებული უძრავად დგას, თავზე დაგყურებს. თითქოს ყველაფერი დაგცინის და ყველა შენს წინააღმდეგაა. წამალი გინდა, რომ გაგაყუჩოს და დაგადუმოს. სამუდამო დადუმებაზეც კი თანახმა ხარ.. ოღონდ ეს გადატრიალება მორჩეს შენში და რას არ იზამდი.. მაგრამ არა.
ფიქრი ავთვისებიანი, დამპალი სიმსივნესავით მოედო შენს სხეულს და ყარხარ.
სამზარეულოსკენ მიიწევ და მარჯვენა ხელის რამდენიმე გალურჯებული თითი დანისკენ მიემართება. თან წინ , თან უკან.
სრული გაურკვევლობის და პარადოქსის ნაზავი.
ან კი ან არა.

1908354_305389292968996_7218037858057439132_n

By Tako`s blog

ბედი, როგორც ასეთი

We must!

ბედი?
ოდესმე დაფიქრებულხართ რას ნიშნავს ზემოთხსენებული სიტყვა? ზოგადად, არსებობს ის თუ ჩვენთვითონვე ვქმნით მას? ზოგი ფიქრობს რომ არსებობს და ვერაფრით შეეწინააღმდეგები, საპირისპირო მხარე კი მყარად დგას თავის ურყევ პოზიციაზე და ამტკიცებს-რომ ბედი , როგორც ასეთი, უბრალოდ არ არსებობს. დიახ, ბედი – 404 not found.
რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. ლოგიკურია, რომ არსებობს მოსაზრება- ბედთან ჭიდილს მასთან შეგუება სჯობს. თქვენი გადასაწყვეტია, დაეთანხმებით თუ უარყოფთ მას, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან თავს უფლებას მივცემ შევაფასო ეს წინადადება-სრული აბსურდია. შეეგუო იმას, რასაც სხვა გიწესებს და გიკანონებს -სისუსტის მაჩვენებელია და მეტი არაფერი. სისუსტე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ სუბიექტს არ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმეს, არ შეუძლია გააკრიტიკოს, შეცვალოს.. ხმა ამოიღოს-რაც , როგორც ყოველთვის, დღესაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
წინასწარ არაფერი დაწერილი. არავინ იცის როდის დააკაკუნებს სიკვდილი კარზე. არავინ არაფერი იცის, ხვდებით? სრული უმეცრებაა. ბედი არ არსებობს, მარტივი მიზეზის გამო-ყველაფერი ფარდობითი და ცვალებითია. ადამიანს თავისუფლად შეუძლია 180 გრადუსით შემოატრიალოს თავის ცხოვრება და გახადოს უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ექსტრაორდინალური. ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუ საზღვრებს თვითონვე არ დაიწესებს. საზღვარი კი საზარელი რამაა. ხშირად მისი გადაკვეთის გამო გსჯიან, გკიცხავენ, გიჟად აღგიქვამენ. თოლია, ჯონათან ლივინგსტონი ნათელი მაგალითია. ბორკილების დამსხვრევა, სტერეოტიპთა მაღალი კედლის ჩამოშლა და გააანალიზება იმისა, რომ ჩარჩო ან ზღუდე უბრალოდ არ არსებობს -მნიშვნელოვანია.
არ შეეგუოთ ბედს! შეიძლება თქვენ მორიგი „იგი“ გახდეთ. შეიძლება თქვენ გაიმართოთ წელში აზროვნების განვითარებით! მიეცით ტვინში არსებულ ნეირონებს რევოლუციის მოხდენის საშუალება. დიახ, თქვენც გადაეშვებით დიდი დაძინების ქარაფში, მაგრამ დატოვებთ მაგალითსა და კვალს- „ზუს“! ზუ ხომ მაგალითია იმისა, რომ ისინი, ვინც არ აღიარებენ საზღვრებს არასდროს იკარგებიან.
მსოფლიო ისტორიის გაყვითლებულ, დაძველებულ ფურცლებს ხომ მრავალი პიროვნება ახსოვს, ვინც შეგვცვალა, გაგვიფართოვა აზროვნება. ალბერტ აინშტაინი, ნიკოლა ტესლა, დარვინი, კრიკი, მენდელი, მაკიაველი, ჯორდანო ბრუნო.. მათი სახელი არ დაკარგულა.. და არც დაიკარგება.
ყველას არ შეუძლია იყოს ძლიერი-ეს რჩეულთა ხვედრია. ზოგს ურჩევნია იცხოვროს ისე, როგორც სხვა ცხოვრობს, შემოაღებინოს სხვას კოდექსთა ნუსხა და წარამართინოს ცხოვრება. გეთანხმებით, ასე უფრო იოლია ცხვრება. იოლი-მაგრამ უინტერესო.
„გაქცევა შოუშენკიდან“-ფილმი რომელიც გეუბნებათ, რომ არ უნდა დანებდეთ ! უნდა წამოდგეთ დაცემის შემდეგ და გქონდეთ იმედი. იმედი, რომ მიაღწევთ სრულყოფილებას. გაიღიმეთ და დატკბით ნებისმიერი წამით.ისინი აღარ განმეორდებიან. მათ ვერ შეაჩერებთ. Carpe Diem! Make your lives extraordinary!

By Tako`s blog

ლიტერატურული მარათონი

ყველაფერი ძალიან ბანალურად და ჩვეულებრივად დაიწყო. გადავაკოპირე ჩემი სტატია ჩემივე ბლოგიდან (მე კალამი ვარ და 20 თეთრად ვიყიდები) და გავაგზავნე ლიტერატურულ კონკურსში- “ჩემი თავგადასავალი”. სიმართლეს გეტყვით, არაფრის იმედი მქონდა. უბრალოდ გავაგზავნე. ვიცოდი, რომ უნდა არჩეულიყო საქართველოს მასშტაბით 24 საუკეთესო ახალგაზრდა პროზაიკოსი, და ვიცოდი, რომ ისინი ავტომატურად ჩაერთვებოდნენ პენ-მარათონში. იმოგზაურებდნენ კახეთში და შექმნიდნენ ახალ საინტერესო ნაწარმოებებს.

ისე მოხდა, რომ გადამავიწყდა ეს კონკურსი. ჩემს მეგობართან ვიყავი სახლში როდესაც დამირეკეს და მომილოცეს. თავიდან ვერ გავიგე რას მილოცავდნენ ან რა უნდოდათ. მომახსენეს, რომ ვიყავი ერთ-ერთი 24 საუკეთესო ახალგაზრდა პროზაიკოსიდან და ავტომატურად ვერთვებოდი პენ-მარათონში. პირველი რეაქცია სიჩუმე იყო. შემდეგ, როგორც ხდება გამიხარდა, თან ძალიან და დედაჩემს დავურეკე. დედაჩემი ვერ მიხვდა რა კონკურსზე იყო საუბარი… ბევრი, რომ არ ვილაპარაკო, ორშაბათ დილას, 11საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე მივედი და გავემართე კახეთისკენ.

გზაშივე ყველა დავმეგობრდით. აღმოგვაჩნდა ერთნაირი გემოვნება, ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, მუსიკაზე, რელიგიაზე და თმის ფერზეც კი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ვიღაცამ იცოდა თოლია, ჯონათან ლივინგსტონის შესახებ, და არ მეკითხებოდა რომელ ფილმში თამაშობსო.                   .

თელავში დაგვაბინავეს, სასტუმრო “ალაზნის ველში”. საკმაოდ კარგი პირობები იყო, თუმცა პირობებზე კარგი აუდიცია იყო. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა  და სწორედ ეს მომწონდა.. ქეთის ბულკი უყვარდა, ლიზას ჟანა, მაგდას თეთრი შოკოლადი, თემუკას ‘ბიჭი, სახელად ყვავი” და უელბეკი და ა.შ. მე მეუბნებოდნენ”დორი”ს  გავხარ და ძალიანო. ყველა ვიღაცას მამსგავსებდა. ხან ამანდა ვიყავი, ხან დორი, ხან ვიღაცის გარებიძაშვილის მეზობლის ნათლულის ასლი.

პირველივე დღესვე წავედით წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში. ისეთი კარგი ადგილია, სიამოვნებით ვიცხოვრებდი. შოპენის ერთ-ერთი პრელუდია იყო ჩართული , რომელიც ძალიან უხდებოდა სიტუაციას. არ მინდოდა წამოსვლა. მსურდა დარჩენა, წერა და უბრალოდ იქ ყოფნა.

დაგვიძახეს. ჟიურის შევხვდით. ჟიურის წევრები-მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი ლობჟანიძე და ირაკლი ჯავახაძე გახლდნენ. დავალება შემდეგი იყო, უნდა დაგვეწერა ნაწარმოები სადაც გამოყენებული იქნებოდა წინანადება “და კედლის საათმა 12 უჩვენა”. მართლაც ძალიან საინტერესოა. ფიქრი დავიწყეთ. შემდეგ დღეს უკვე წერა უნდა დაგვეწყო.

წინანდლიდან, რომ მოვდიოდით ცაში ვიყურებოდი და მუზას ვეძებდი. მრავალმხრივ შემეძლო თემა გამეშალა, მაგრამ არ ვიცოდი კერძოდ რა მიმართულება ამეღო.. მივხვდი, რომ იმაზე უნდა დამეწერა, რაზეც მოცემულ მომენტში ვფიქრობდი და რობოტიზაციაზე შევაჩერე არჩევანი.

მთელი ღამე ვფიქრობდი. დამესიზმრა კიდეც, როგორ წავედი მთვარეზე დედამიწიდან დაღლილი და… ჩემი ნაწარმოების მთავარი იდეა სწორედ ეს გახდა. 404 not found-ჩემი კახეთში შექმნილი ნაწარმოები, რომელიც ამ ბლოგზეც დევს, წლის ბოლოს წიგნში დაიბეჭდება.

ყველამ სხვადასხვა სიუჟეტი აირჩია და ყველასი ძალიან მომეწონა. თუ გაინტერესებთ, წლის ბოლოს დაიბეჭდება წიგნი და შეგიძლიათ წაიკითხოთ..

მეორე დღეს გადავწყვიტეთ ერთმანეთის შემოქმედება უფრო ახლოს გაგვეცნო და ერთმანეთის ნაწარმოებები წავიკითხეთ.

ყველა განსხვავებულ ჟანრში წერდა. ქეთა თხემით ტერფამდე რომანტიზმს ღაღადებდა, მე ფენტეზში ვწერდი, თემუკას ფილოსოფიისკენ ჰქონდა გეზი აღებული..

პირველი დღე და ჩვენი პირველი ერთობლივი სურათი

მაგდას მუზა კი ყოველთვის და ყველგან ვასიკო კეჟერაძე გახლდათ.

ვისხედით ღამე ერთ ოთახში, და ვკითხულობდით. ამ დროს ვიღაცას ეძინა, ვიღაც იცინოდა, ჩვენ კი სიტყვების ულამაზეს და უვრცეს სამყაროში გადავეშვით .. არავის გვსურდა დაბრუნება.. აი სწორედ მაშინდელ მომენტს შეეფერებოდა “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!”

ამ დროს კი ჟიური ჩვენს ნაწერებს განიხილავდა. ჩვენ ცრემლებად ვიღვრებოდით ერთმანეთის ნაწერების გაცნობისას.. ყველაფერი უცნაური მაგრამ საინტერესო იყო.. ახლა უკვე დაუვიწყარიც კი..

არ  გვიძინია. ასე გავათენეთ . ვიცინეთ კიდეც.. სამყაროს მისტიკურობაზე, ბედნიერებაზე, უსასრულობაზე და რაზე არ ვიმსჯელეთ…

მე3 დღეს, დაჯილდოვებამდე ნადიკვარის პარკში წაგვიყვანეს.. ბევრი ვიცინე და გავერთე.. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, კიდევ წინ იყო.. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ, გამოგვიცხადეს, რომ უნდა გამოვპრანჭულიყავით :დ  და წინანდალში წავსულიყავით.

დაჯილდოებაზე ვინ არ იყო.. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მწერალთა სახლის წარმომადგენლები, მედია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სრული შემადგენლობა.. ყველა დაგვაჯილდოვეს, ჟიურიმ თავის რჩეულები დაასახელა.. ყველა ბედნიერი იყო.. მაგრამ გული გვწყდებოდა, რომ შემდეგ დღეს უნდა წავსულიყავით და ისევ მოსაწყენი ცხოვრების რიტმით გაგვეგრძელებინა ცხოვრება..

ის ღამეც გავათენეთ. ყველაფერი მიმოვიხილეთ.. ვითამაშეთ..

ახლა, რომ ვწერ გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი მორჩა.. რომ არ ვარ კახეთში და ვერ ვსაუბრობთ .. მაგრამ მთავარია გავიცანით ერთმანეთი, გავიცანი აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც ქართულად სასწაულად წერს, გავიცანი თეონა დოლენჯაშვილი, გავიცანი ბევრი მომავალი მწერალი.. და ჩვენ ვმეგობრობთ.. ❤

.

“ადამიანებს იშვიათად ვხვდები. შენნაირებს კიდევ უფრო იშვიათად. პირველად ჯონათნით გამამახსოვრდი. არ მეგონა ვინმეს თუ ჩემსავით ეყვარებოდა. არ ხარ რობოტი. ყოველთვის დარჩები ადამიანად” ანუკი…

By Tako`s blog