„როგორ უნდა გვიყვარდეს მომხმარებელი და როგორ გამოვხატოთ ეს სიყვარული“

Imageრამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ თბილისი მოლი ბლოგერებისთვის კონკურსს ატარებს “როგორ უნდა გვიყვარდეს მომხმარებელი და როგორ გამოვხატოთ ეს სიყვარული.” ჰოდა, მეც, როგორც ახალბედა  “ბლოღერმა” გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა. 

კონკურსები მიყვარს და მემგონი არცერთ სფეროში სადაც “ვმოღვაწეობ” არაფერი გამომიტოვებია. აქაც ბედს ვცდი. ჩემი რა მიდის. 

ეს იმიტომ, რომ ტექსტის სათაური არ გაგიკვირდეთ ჩემო ერთგულო მკითხველო.

 

14 თებერვალი-ვალენტინობა ყველა შეყვარებულ ადამიანს უხარია. ყველა შეყვარებული გოგო ფიქრობს თუ რას უყიდის თავის პრინცი 14 თებერვალს, რით გააოცებს და ბლა ბლა ბლა..

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ გეტყვით – შეყვარებული არ მყავს და ჩემთვის 14 თებერვალიც ისეთივე დღეა, როგორც მაგალითად 5 მაისი. (არა რა, პარალელები მაქვს სასწაული) არც არაფერ განსაკუთრებულს არ ვგეგმავ-  ჩვეულებრივ პარასკევს წავალ სკოლაში, მერე მუსიკაზე .. ისევ შოპენს ან რახმანინოვს უნდა ავუხსნა სიყვარული რა .. მაინც ვალენტინობაა…

მერამდენედ?

….

 

მერე სახლში მოვალ, ჩავრთავ “ლაპტოპს”, მოვუსმენ All you need is love-ს და დავტკბები ვალენტინობით.

sounds great

 

სასწაული გეგმები მაქვს და ყველაფერი ისეა მე როგორც მინდა , მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შეგიშალოს ხელი.

 

მეზიზღება ჯღანი ნოკიას ზარი: ტანანანანა, ტანანანა ტანა ნა ნა ნა..

-თაკოო რას შვები

-რაღაცას ვუყურებ შენ?

-რავი.. აუ გეხვეწები სანდროს საჩუქარი უნდა ვუყიდო რამე და წამო რა თბილისი მოლში.

სიჩუმე.

-კაი ხო, წამოგყვები. 

რა გულჩვილი ადამიანი ვარ. არადა, მაგრად მეზარება წასვლა და მერე იქ სიარული.ააააააააააუუუუუუუუუუუუ

თან სანამ ეგ აარჩევს ტანსაცმელს.. 

დააააააააააამდადადადამ

შენი აღსასრულის დღე მოვიდა დაააააარლინგ

 

უი, ხომ ჩემი მეგობარი იყო .. მორიგი “შეყვარებული” გოგონა. 

დედა ტერეზა ვარ რა.

..

შევაბიჯეთ მე და “ჯულიეტამ” თბილისი მოლში. წინასწარ წარმოდგენილი  მაქვს, რამდენი უნდა ვიარო სანამ რაიმეს აარჩევს რომეოსთვის..  

მივყვები ჩემს მეგობარს და თანდათან ვხვდები, რომ დავიღალე ამდენი ისტორიების მოსმენით. გავიგე, რომ ერთმანეთი უყვართ .. ხოო , ძალიან კარგია, მაგრამ მე რა დავაშავე?

უცებ საიდანღაც არც თუ ისე დაბალ ხმაზე მესმის 

Wonderful Tonight.. შემდეგ “All you need is love” და ასე გრძელდება………… 

 

 

რა კარგია ❤ არც მაღაზიები მაინტერესებს, არც არაფერი ვუსმენ მუსიკას და ვუყურებ დიდ სავაჭრო ცენტრს, ბუშტებით, შეყვარებული წყვილებით, შეფუთული საჩუქრებით და მომღიმარი პერსონალით…. 

ღირდა აქ წამოსვლა.

გულის ფორმის ბუშტები თითქმის ყველგან.. ღიმილი, პოზიტივი…

აი ასე უნდა უყვარდეს ყველა კომპანიას თავის მომხმარებელი …

და მთავარი-ღიმილია…ყველა უნდა იღიმოდეს, მომხმარებელიც, პერსონალიც…

და ყველაფერი ფერადი უნდა იყოს…

ყველას ყველა უნდა უყვარდეს!!!

და ხომ, მუსიკა უნდა იყოს ჩართული. შესაფერისი და კარგი.

..

ჩემმა მეგობარმა ჯულიეტამ იყიდა საჩუქარი.. უფრო სწორად, ვაყიდინე.. 

მაინც მიხარია სხვას, რომ ვახარებ.

რომეოს მიჯნური სასწაულად გახარებული იყო შენაძენით და იმ სიტუაციით, რაც თბილისი მოლში იყო..

 

-კარგი შენაძენია არა?

-კი თაკო, დიდი მადლობა.

-ხომ ვარ დედა ტერეზა 2?

-კი, ხარ!

-აუ ისე დააკვირდი, ყველა როგორ იღიმოდა ?

-კი დავაკვირდი ჩემო ჯული, ახლა იმედია აღარ გიკვირს სტარბაქსს რატომ აქვს მოთხოვნა -ყველა მის მიერ დასაქმებული პერსონალი უნდა იღიმოდეს…

-ჰოდა, ჩვენც გავიღმოთ.

🙂

 

 

 

 

 

ერთი ჩვეულებრივი დღე და სამი არაჩვეულებრივი ფაქტი

Imageროგორც ყოველთვის, შაბათს დილის 8საათზე ავდექი.. არა, არ ვარ არანორმალური. უბრალოდ, პარასკევს ინგლისურის მეცადინეობა მეზარება,აქედან გამომდინარე (რა ცუდად ჟღერს, ეგრევე მათემატიკა მახსენდება) შაბათს მიწევს დილით ადრე მაღვიძარას “საამური ხმის” გაგონება. თან ერთხელ კი არა, სამჯერ. ხანდახან ოთხჯერ. მოკლედ, სანამ არ გავიგონებ დედაჩემის ხმას:” თაკო ადექი.”

მეცადინეობის პროცესი საინტერესო არაა-დასაწერი ესე, ახალი სიტყვები სასწავლი და ა.შ. მოკლედ, 11ს ნახევარზე იძულებით გავდივარ სახლიდან. ჰერი ჰერი ინგლისურზე.

ხო რაღაც მრჩება. ნუ რათქმაუნდა, ყურსასმენები.

შეცდომა გამოსწორებულია .

Hey you! out there in the cold
Getting lonely, getting old, can you feel me
Hey you! Standing in the aisles
With itchy feet and fading smiles, can you feel me

ხოდა ასე, ფიქრებში და სიცივეში მივაბიჯებ თოვლში მძიმე ნაბიჯებით-რომ არ ავილეწო. მაგრამ მაინც ავილეწე. რა ჯობია, მოყინულ მეტლახზე გავლას?! არც არაფერი. დასველებული, დაზარალებული, წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებ და უცებ ვიღაც კაცი მხარს მკრავს.. მე არ დავჯახებივარ და არც პატარა ადგილი არ იყო, რომ სხვა გზით მოევლო. …………….არადა, აშკარად დამინახა, რომ წავიქეცი.

ბოდიშს არ ვუხდი, რა ჩემი ბრალი იყო, რომ დამეჯახა სპილოსავით.

სამაგიეროდ, თვითონ მეუბნება და მარიგებს, რომ წინ უნდა ვიყურო.თვითონ კი არ ფიქრობს, იქნებ თვითონ მოიქცა არასწორად. რა ვალდებულია. ის დამეჯახა-მე ვარ დამნაშავე და ბრმა :3   ესეც ნომერ ერთი არაჩვეულებრივი ფაქტი.

“რა ვქნა, ყველას მე ხომ ვერ ვუშველი” -ავტომატურად ვფიქრობ, თან ალეწილს არანაირი დრო და სურვილი არ მაქვს შევეპასუხო. მოკლედ, უპასუხოდ შევდივარ გაკვეთილზე.

გაკვეთილი ორ საათიანია. საინტერესო გაკვეთილებია, მაგრამ რომ გამოვდივარ სრული ტუგადუმი ვარ. ვეღარ ვაზროვნებ და ავტომატურად მივდივარ მუსიკალურში.

სანამ წავალ, შოკოლადი უნდა ვიყიდო. ტვინს სჭირდება, რომ იმუშაოს და შოპენის პირველი პოლონეზის მეცადინეობას გაუძლოს.

მაღაზიაში შევდივარ და ტვინში დილემა იწყება :3 სნიკერსი, ბაუნტი თუ ტვიქსი? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სნიკერსს ვირჩევ, მერე რა, რომ ბრეკეტი 3ჯერ მომტეხა.

გადასახდელად მივიწევ, როცა ახალგაზრდა გოგონა კითხულობს :”გამარჯობა, სიგარეტი ღერებში გაქვთ?”

პატარა გოგო არ იყო.

გამყიდველი არასასიამოვნოდ შეათვალიერებს და მკვახედ უპასუხებს, თითქოს სადღაც ეჩქარება :არა, ღერებად გაყიდვა აკრძალულია”

თითქოს არაფერი უთქვამს გამყიდველს ისეთი, რომ მომხდარი ფაქტი არაჩვეულებრივად “შემერაცხა”. მაგრამ, ადამიანს როგორი ტონით ეტყვი რაიმეს-ესაა საქმე. აშკარა უპატივცემულობა იგრძნობოდა გამყიდველისგან . ზეთ ის ნამბა თუ. არადა, გოგოს არაფერი “ცუდი” არ უკითხავს.

Carry on

სნიკერსის ფული გადავიხადე და ავტობუსის გაჩერებაზე წავედი. ძააააალიან მცივა :3

ხო, ნუ რათქმაუნდა, ყურსასმენებთან ერთად მოსწავლის ბარათიც სახლში დამრჩა. ხომ ვამბობ, გენიოსი ვარ თქო.

კონტროლიორი ამოდის. მე ყურსასმენებით, სულ არ მაინტერესებს რა ხდება ირგვლივ. ვიცი, რა საინტერესო საკითხები იქნება განხილვის პროცესში. როგორც ყოველთვის, პოლიტიკა ან რაიმე.. რაც ნამდვილად არ მაინტერესებს. მაგრამ, ავტობუსები “დისკუსიების და პოლემიკების”გარეშე” ?? წარმოუდგენელია.

ხოდა ასე, მივდივარ, ვუყურებ თოვლს და

Oh, pilot of the storm that leaves no trace, like thoughts inside a dream
Heed the path that led me to that place, yellow desert stream
My Shangri-La beneath the summer moon, I will return again
Like the dust that lufts high in June, when moving through Kashmir.

მოდი და ამის მერე გაგიჩნდეს სურვილი ხალხს უსმინო :3

უცებ “გამოვფხიზლდი”. თურმე ავტობუსის “ჯონ”ტროლიორი მთხოვს ბილეთს მე კიდევ ავტობუსში კიარა ამ ქვეყანაზე არ ვარ. ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ გავიგე და ვეუბნები, რომ მოსწავლე ვარ და ბილეთი სახლში დამრჩა.

“მოსწავლე, რომ არ იყო?

ვარ.

რომ არ იყო?

ჩემს სინდისზე იყოს”

და უცებ კონტროლიორი ავტობუსიდან ჩადის. არაფერს მეუბნება. არადა, წესით, უნდა ჩავეყვანე და უნდა შეემოწმებინა.

ესეც მესამე არაჩვეულებრივი ფაქტი.

There can be miracle when u believe.

მუსიკალურში მივედი :3 რა ჯობია ფორტეპიანოზე დაკვრას და ცხელ ყავას?

3საათი დავყავი ჩემს მეორე სახლში და სიცივეში დავბრუნდი უკან.

ისევ იგივე, ოღონდ განსხვავებული კონტროლიორები და მუსიკა.

სახლში მოვედი, ახალი წიგნი მაჩუქეს “სამეცნიერო ენციკლოპედია”. საინტერესო წიგნია, თან ძალიან.

ჩაი მოვიდუღე და წიგნის კითხვა დავიწყე.

უცებ დავხურე და იმ ფაქტებზე დავფიქრდი, რაც დღეს მოხდა.

იმ სამ არაჩვეულებრივ ფაქზტე, რაც ერთ ჩვეულებრივ დღეს მოხდა.

არა რა, ისევ რობერტა ჯობია ყველაფერს

Babe I`m gonna leave you..

By Tako`s blog